ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც საარჩევნო კამპანიაა
“ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა – სახელმწიფოს, ექიმებისა და ყველასი ერთად”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისივე თქმით, ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც საარჩევნო კამპანიაა.
“ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც არის საარჩევნო კამპანია აყვანილი. რეალურად, მსოფლიოში ვაქცინაციის წარმატება მხოლოდ არის 60-70% მთლიანად და არაა მოზრდილი მოსახლეობის მაჩვენებელი. ამიტომ, ძალიან ცოტა პროცენტი იქნება, თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 40% აუცრელი დაგვრჩა, პრაქტიკულად, ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ ტალღას.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა – სახელმწიფოს, ექიმებისა და ყველასი ერთად, საზოგადოების ყველა იმ წევრის, რომლის სიტყვასაც და აზრსაც რაიმე გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ყველას რესურსი უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.