დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა, თოვლი აღინიშნოს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.