ინდონეზიის ციხეში ხანძარს, სულ მცირე, 40 პატიმარი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ბანტენის პროვინციის საპატიმროში ხანძარს, სულ მცირე, 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პრესმდივანმა, რიკუ აპრიანტმა განაცხადა.

ამასთან, France-Press წერს, რომ დაღუპულია 41 ადამიანი, 8-ს მძიმე ტრავმა აქვს, ხოლო 72-მდე პირი მსუბუქად დაშავდა.

ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები