1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1132 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1132 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1132 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1196 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7033 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.