როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

მათივე ცნობით, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები