როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები