ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1238 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6698 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6550 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.