თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს, დავფიქრდეთ

„ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

მისი თქმით, საზოგადოება სამწუხაროდ შეეჩვია აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს „ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ ამიტომ კანონის სახელით უკანონობაზე საუბარი ზედმეტია. ყოველ დანაშაულზე და ამ დანაშაულის ფარგლებში პირის ვადამდე გათავისუფლებაზეც მოქმედებს კანონი. კანონს არ აინტერესებს ჩვენი ინტერპრეტაციები და ემოციები. უმძიმესია ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი! არავინ ვიცით როგორ ნანობს და რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ეს ახალგაზრდა ქალბატონიც, რომელიც კანონის დაშვებით განთავისუფლდა. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ლუკა სირაძის ოჯახს. მჯერა, რომ მათთვის შვების მომგვრელი არ იქნება მარიანა ჩოლოიანის მძიმე ან უარეს შემთხვევაში მსხვერპლის როლში ხილვა. ჩვენ საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს… დავფიქრდეთ! ამ მძიმე საქმეს მსხვერპლი არც ლუკას სახით არ უნდა ჰყოლოდა!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები