ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1042 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1244 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0202 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6906 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0268 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 3 აგვისტოს შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები