ზაალ ანჯაფარიძე: უზნეობის და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რასაც ნაცკონგლომერატი თავისი მართული ტელეარხებით აკეთებს გარდაცვლილის ტრაგედიაზე
„რასაც ეს ნაცკონგლომერატი თავის მართული ტელეარხებით აკეთებს იმ საწყალი გარდაცვლილი თუ მოკლული ავსტრალიელი ქალის ტრაგედიაზე, არის უზნეობის და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი,“ – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ში მანიაკები დასტობით ხოცავენ ხალხს კაფეებში თუ სკოლებში, მაგრამ ამერიკელს არ მოუვა აზრად მის ქვეყანაში ტურისტად ჩასვლის მსურველებს უთხრას, არ ჩამოხვიდე, საშინელი ქვეყანააო.
„ხშირად გვესმის პატივი ეცით განსხვავებულ აზრს, იყავით ტოლერანტული და ა.შ. თუმცა, როგორ გინდა იყო ტოლერანტული საძაგლობის და უზნეობის მიმართ, მაშინ ხომ შენც იგივე მარაქაში ერევი ძალაუნებურად.
რასაც ეს ნაც-კონგლომერატი თავის მართული ტელეარხებით აკეთებს იმ საწყალი გარდაცვლილი თუ მოკლული ავსტრალიელი ქალის ტრაგედიაზე, არის უზნეობის და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. აშშ-ში მანიაკები დასტობით ხოცავენ ხალხს კაფეებში თუ სკოლებში, მაგრამ ამერიკელს მოუვა აზრად მის ქვეყანაში ტურისტად ჩასვლის მსურველებს უთხრას, არ ჩამოხვიდე, ეს საშინელი ქვეყანააო, თუმცა, ასეთი რამ აზრად მოსდით ქართული გვარსახელის მქონე ე.წ. “ქართველებს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
გუშინ საქართველოში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.