როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – ქალაქების პროგნოზი
31 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მოსალოდნელია უხვი ნალექი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში ნალექიანი დღე და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+29 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
გორში მზიანი ამინდი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც გამოიდარებს, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს, დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
რუსთავში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი.