1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1052 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1052 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1052 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0892 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0160 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6663 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6409 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0254 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.