“მიხარია, რომ, ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთად, ერთმანეთს გზას ვუკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა – სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა, დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს. დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებას გზას ერთად ვუკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა – სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.