“საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს”

“საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მკაფიო შედეგები და გზავნილი თუ არ იქნება, რომ ძალადობის მიმართ არ მოხდება ტოლერანტობა, ეს იქნება გამოწვევა მეტი ძალადობისკენ.

„ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს. მკაფიო შედეგები და გზავნილი თუ არ იქნება, რომ ძალადობის მიმართ არ მოხდება ტოლერანტობა, ეს იქნება გამოწვევა მეტი ძალადობისკენ. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები