მოსკოვში საქართველოში დაბადებული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

მოსკოვის ავტოსადგომზე ავტომობილში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოში დაბადებული 41 წლის ეთნიკური აზერბაიჯანელია, რომელიც დოლგოპრუნდის ქუჩაზე ცხოვრობდა და კრიმინალური დაჯუფებების აქტიური მონაწილე იყო. დაღუპულს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება, ხოლო ავტომანქანას ახლად მომხდარი ავარიის კვალი ემჩნეოდა. გამომძიებლები მკვლელობის მიზეზად კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების გადანაწილების ვერსიაზე საუბრობენ.  გვამი “ტოიოტას” მარკის ავტომობილში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები