მიხეილ ყაველაშვილი: არ შედის ჩემს შეგნებაში, რომ ოპერატორს და ჟურნალისტს გაეკიდო, ფიზიკურად გაუსწორდე, ტურისტი დაჭრა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
მისთვის მსგავსი ფაქტი მიუღებელია.
“დღესაც ვერ წარმომიდგენია, არ შედის ჩემს შეგნებაში, რომ ასეთი რამ განახორციელო – ოპერატორს და ჟურნალისტს გაეკიდო, ფიზიკურად გაუსწორდე, ტურისტი დაჭრა”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.