1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1549 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1549 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1549 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1566 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7545 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.