საპატრიარქომ ქალთა კოლონიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა (ფოტო)
საქართველოს საპატრიარქომ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გამწვანების ღონისძიება განახორციელა.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
“ა.წ. 18 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მხარდაჭერით, N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების ეზოში გამწვანების ღონისძიება განხორციელდა.
ამ დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეების მოვლის შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.