1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1653 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1653 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1653 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1681 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7658 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7754 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 22 ივნისს შევა.