1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1751 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2040 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0289 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8492 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8829 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0337 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 16 ივნისს შევა.