გია ვოლსკი: რეგიონში პირველ ადგილზეა და ევროპაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასამართლოს, დამოუკიდებლობის ხარისხით
“საერთაშორისო პროფესიონალური საექსპერტო სტრუქტურები არსებობს, რომელმაც გამოაქვეყნა რეიტინგები სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და რეგიონში პირველ ადგილზეა და ევროპაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
“გეგონება, ამ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც საკმაოდ კარგი ინფორმაცია აქვს არანაკლები გინდა სენატორზე, გინდა პოლიტიკურ პარტიებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არსებობს სასამართლო, რომელსაც აქვს უმაღლესი რეიტინგი და ვერ მოინელეს ის, რომ მას მერე რაც წავიდა თავმჯდომარე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ამ პოსტიდან, იმის მერე სასამართლომ გაასამართლა ისინი, ვინც დანაშაულებები ჩაიდინა და ამის მერე ატყდა საუბარი კლანთან დაკავშირებით. შედეგებით ვიმსჯელოთ, ქეისებით ვიმსჯელოთ და რას წარმოადგენს სასამართლო და რა რესურსი გააჩნდა, იმავე, ხელისუფლებაში მოსულ “ქართულ ოცნებას”, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ მიებაძა “ნაცმოძრაობისთვის” და ცელით არ ევლო სახელმწიფო სტრუქტურებში და, მით უმეტეს, სასამართლოში.
საერთაშორისო პროფესიონალური საექსპერტო სტრუქტურები არსებობს, რომელმაც გამოაქვეყნა რეიტინგები სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და რეგიონში პირველ ადგილზეა და ევროპაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით”, – აცხადებს გია ვოლსკი “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.