1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2688 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2779 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0091 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9843 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9922 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები