1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2635 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2635 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0358 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9824 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0596 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.