იოსებ არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები მყარდება, ეს დასტურდება მრავალი ინდიკატორით, მათ შორის, ლარის კურსის მყისიერი გამყარებით

“საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები მყარდება, ეს დასტურდება მრავალი ინდიკატორით, მათ შორის, ლარის კურსის მყისიერი გამყარებით”, – ამის შესახებ ექსპერტი, იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლევანდელი წლის ყოველ განვლილ თვეში გაცილებით უკეთესი იყო და არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

,,საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტრენდი და ტენდენციები მყარდება. ეს დასტურდება მრავალი ინდიკატორით, მათ შორის, ლარის კურსის მყისიერი გამყარებით.

აღნიშნული მიღწეულია იმით, რომ:

ჯერ ერთი, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლევანდელი წლის ყოველ განვლილ თვეში გაცილებით უკეთესი იყო და არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება;
მეორე, საქართველოს ექსპორტის ზრდის საარაკოდ მაღალი ტემპი დააფიქსირა, თანაც ადგილობრივმა ექსპორტმა 2021 წლის აპრილში ისტორიულ მაქსიმუმს – 277.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა რეკორდულ, 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13.1 პროცენტით აღემატება.
მესამე, პოზიტიურ მოლოდინებს აძლიერებს ანტიკოვიდური ვაქცინაციის პროცესის გაძლიერება და ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებებით შეზღუდვების მოხსნა და შესუსტება, რაც ცალსახად ზრდის ეკონომიკური აქტიურობის პროცესს და ქვეყანაში მეტი დამატებული ღირებულების შექმნის პერსპექტივას.
აღნიშნული პოზიტიური შედეგები ადეკვატურად აისახება ბოლო პერიოდში ეროვნულ ვალუტის სერიოზულ გამყარებაში, რაც ასევე ადასტურებს ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მოსახლეობის ნდობის ზრდასაც ეკონომიკის პოზიტიური განვითარების პერსპექტივებისადმი და ნდობის გამყარებას ეროვნული ვალუტისადმი.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებს, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ამის მკაფიო მაგალითებს წარმოადგენენ მსოფლიო ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის 85 მლნ. ევროს გამოყოფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონიდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის 67 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე,”- წერს არჩვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები