1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3979 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3979 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3979 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0207 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1325 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1392 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 18 მაისს შევა.