1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4174 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4324 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0150 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1590 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1450 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 11 მაისს შევა.