თბილისში კორონავირუსის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 68, კახეთში – 24
თბილისში კორონავირუსის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 68, კახეთში – 24, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 298, აჭარაში – 483, იმერეთში – 416.
,,საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 15, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლი – ოთხი, გურიაში – სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 38, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ორი.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 89, იმერეთში -101.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში – 10, იმერეთში – 8.
790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 – თბილისში, 305 – აჭარაში.
9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 593 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 750 პირი, აჭარაში – 2 503, იმერეთში – 1 212,”- ნათქვამია ინფორმაციაში.