საპატრიარქო: ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამოხვანჰესისა“ და “დავით გარეჯის” საკითხები განსხვავებულია და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის
“ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ნამოხვანჰესთან“ მიმართებით საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.
ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.
ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“, – ნათქვამია განცხადებაში.