მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზეა დაბარებული
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის 31 მარტს გაიმართა მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა.
მათივე ცნობით, კომისიამ განიხილა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და ჩაინიშნა მომდევნო სხდომა, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 2 აპრილს, პარასკევს, 13:00 საათზე.
აღნიშნულ სხდომაზე დაბარებულია მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).