შპს "ჯეო აზ ელ"- ის დირექტორი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე, შპს “ჯეო აზ ელ”- ის დირექტორი დავით ცუცქირიძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, “ჯეო აზ ელ” – ის სახელით, ერთ – ერთ მეწარმეს 10 000 ლარის სანაცვლოდ, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოუწერა, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებამ მეწარმისთვის 53 614 ლარის ელექტრო – სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.