დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას აღნიშნავს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, როგორც თავის ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: „დღეს არის არა მარტო საეკლესიო, არამედ დიდი ეროვნული დღესასწაული“, რადგან ეს დიდი წმინდა მამა თავისი ღვაწლითა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით არის მაგალითი, ზღუდე და მფარველი ქართველი ერისა, მისი ლოცვა და მეოხება საუკუნეების განმავლობაში შეეწეოდა და შეეწევა საქართველოს.

“ანგელოზის დღეს – ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას – ვულოცავთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ღვთის შეწევნას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის მსახურებაში. შეეწიოს ღირსი შიო მღვიმელის მადლი და წყალობა მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები