ქუთაისის სასამართლოში ზურაბ ჭიაბერაშვილს დაჰკითხავენ
ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ჭიაბერაშვილის დაკითხვით განახლდება. დაცვის მხარე ასევე ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრებსაც დაჰკითხავს. ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენება არავის არ მიუცია. თავად ზურაბ ჭიაბერაშვილი კი საგამოძიებო ორგანოს შერჩევით სამართალში ადანაშაულებს და სასამართლო პროცესზე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.