ვოლოდიმირ ზელენსკი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში შეხების წერტილთან უკრაინელ ძალოვანებთან ერთან AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, “როგორც მთავარსარდალმა, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად აცრა ბრძოლის წინა ხაზზე გავიკეთე. ვაქცინა შეზღუდვების გარეშე ცხოვრების საშუალებას მოგვცემს”.
უკრაინამ AstraZeneca-ს ვაქცინის 500 ათასი დოზა 23 თებერვალს მიიღო. ვაქცინაცია 24 თებერვალს დაიწყო. ამჟამად, ქვეყანაში უკვე 4,9 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.