შსს-მ ნარკორეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

   შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული აკაკი თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1985 წელს დაბადებული მინდია დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია დ-მ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აკაკი თ-სგან შეიძინა. მინდია დ-ს პირადი ჩხრეკისას 1,064 გრ, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 9,405 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, აკაკი თ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 5,12 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ქედის რაიონის სოფელ სილიბაურში, მისივე საცხოვრებელი სახლიდან 145,76 გრ გამომშრალი მარიხუანა, გლუვლულიანი 3 სანადირო თოფი, 1 შაშხანა, „ა-კა-ეს 47“-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ 47“-ის მოდელის 1 ავტომტური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 118 საბძოლო ვაზნა ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა ესპერტიზამ დაადგინა, რომ მინდია დ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება აკაკი თ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მინდია დ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები