შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ვასილ ჯ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,73 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3285 გრ ჰეროინს შეიცავს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.