მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ იქნება, შეუძლებელია, ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს

“სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ გვეყოლება, შეუძლებელია, ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს. ეს ორი თემა, ჰუმანურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.

“ჩვენ ვართ გუნდი, რომლისთვისაც ჰუმანურობა ჩვენი შინაგანი განწყობაა. ეს არ არის საშუალება, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ. ჩვენი ამომრჩეველი გვსაყვედურობდა ჩვენი ჰუმანურობიდან გამომდინარე. მეორე თემა სახელმწიფო ინსტიტუტებია. სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ძლიერი არ გვეყოლება, შეუძლებელია, ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდეს. ეს ორი თემა, ჰუმანურობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ერთმანეთს არ უნდა აზიანებდეს. ნუ გგონიათ კანონდარღვევა თავისუფლება და დემოკრატია. არცერთი ქვეყანა არ არის აშენებული სამართლისა და კანონის მიღმა. ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება სამართლისა და კანონს მიღმა. ვისაც ხელეწიფება მოლაპარაკებებზე დაბრუნება, არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებასა და საუბარზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები