სერგო ჩიხლაძე: რაც ბათუმში მოხდა, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, მაგრამ აღსანიშნავია,  ის უკმაყოფილება, რაც ადამიანებშია

“ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომლის დამკვიდრებაც შესაძლოა, რომ მოხდეს.

“რაც მოხდა ბათუმში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, ჩვენ როგორც პოლიტიკოსები არ შეიძლება მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას და ეს არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც შეიძლება დავამკვიდროთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, ის გაზრდილი პროტესტი, ის უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ჩვენი გადასახედით, ჩაიდინა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის ლამაზი სანახავი და არავის არ მოვუწოდებ, რომ მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები