სერგო ჩიხლაძე: მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას – ოპოზიცია სხვა სტრატეგიაზე გადავა

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში არ შედგა, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელება აზრს კარგავს.

ამ შემთხვევაში, ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციას სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოუწევს.

“მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე “ქართული ოცნება” რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს ეს შესაძლებლობის ფანჯარაც ნელ-ნელა იკეტება და ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გამცნობთ საჯაროდ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები