თურქეთში ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის აცრა უქმეებზე დაიწყება.

ამის შესახებ Hurriyet daily news იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარს ჩამოსცილდება, დაიწყება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა.

თურქეთმა ჩინური კომპანიის SinoVac Biotech-ის ვაქცინის პირველი პარტია 3 მილიონი დოზის ოდენობით 30 დეკემბერს მიიღო, ამის შემდეგ ქვეყნის ლაბორატორიებში პრეპარატის ცდები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები