ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მთავარი პროკურატურა განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს

  ე.წ. ტრაქტორების საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, ბრალდებულების განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებისა და განრიდების მოტივით საქმის გამოთხოვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე ყველა ბრალდებულს დაუსუსტდა ბრალი მხოლოდ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ასევე საქმე დაბრუნდა პროკურატურაში ბრალდებულების განსარიდებლად. უახლოეს დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681-1682-ე მუხლების შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ბრალდებულების განრიდების შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები