ზურაბ ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესაც აირჩევენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახალი გირჩი იქნება ღია პლატფორმა, რომელიც პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლას შეუწყობს ხელს.

“დიდი ნაწილი ძველი “გირჩის” იქნება, ახლებიც იქნებიან. ის ხალხი, ვინც სპიკერები იყვნენ და ჩანდნენ, ისინი არ იქნებიან, ისინი დარჩნენ ძველ “გირჩში” და აპირებენ, იქ გააგრძელონ. იდეოლოგია იგივეა, ჩვენ რისიც გვჯერა, ეგ არის თავისუფლების იდეა. კლასიკური ლიბერალიზმი ჰქვია მაგ იდეოლოგიას და მაგის გამტარებელი იქნება ეს პარტია,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურა ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები