გია ვოლსკი: კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და მათი საინფორმაციო საშუალებებისთვის ეს არის გარკვეული ხავსი, რომ პატრიარქი უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები აკეთოს

“პატრიარქს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამღვდელო პირებმა, განსაკუთრებით, მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას – “რატომ არ მიულოცა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ არჩევნების შემდეგ პირველ ქადაგებაზე მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება”.

ვოლსკის თქმით, პატრიარქი და საპატრიარქო მუდმივად იდგება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მხარდამჭერის პოზიციაზე.

“კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და მათი საინფორმაციო საშუალებებისთვის ეს არის გარკვეული ხავსი, რომ პატრიარქი უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და თუ ამას არ აკეთებს, რასაკვირველია, უნდა მოიკითხოთ და თუ არ აკეთებს ამის გამო, რასაკვირველია, უნდა დაძრახოთ. საპატრიარქოს წარმომადგენლები საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტის სხდომაზე და პატრიარქს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამღვდელო პირებმა, განსაკუთრებით მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ.

რასაკვირველია, პატრიარქი, საპატრიარქო მუდმივად იდგება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მხარდამჭერის პოზიციაზე და სახელმწიფოში დესტაბილიზაციის საწინააღმდეგოდ ყოველთვის იქადაგებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები