ზელენსკიმ კორონავირუსი დაამარცხა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსი დაამარცხა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ვირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
“განწყობა კარგი მაქვს, სიცხე – 36,6. განწყობა პოზიტიური მაქვს იმიტომ, რომ ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღე. ვიმყოფები პრეზიდენტის ოფისში, ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის კორონავირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა, 12 ნოემბერს ის კლინიკაში გადაიყვანეს.