სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

  სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სგპ “სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოსული თურქეთის მოქალაქის ე.ე.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას 155,22 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9939,45 ლარი შეადგინა.
თურქეთის მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 9939,45 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები