ზაალ ანჯაფარიძე: იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებულ პოლიტიზირებულ ვნებათაღელვებს მსხვილი წერტილი ესმება
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებასთან დაკავშირებით ფონდ “ქართუს” ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამით პოლიტიზირებულ ვნებათაღელვებს წერტილი დაესმება.
“იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებულ პოლიტიზირებულ ვნებათაღელვებს, შუბების მტვრევას იმაზე, რომ იქ კორპუსები აშენდება, თბილისს ფილტვები გამოეცლება და ა.შ. მსხვილი წერტილი ესმება.
ფონდი „ქართუ“ იპოდრომზე საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრალურ პარკს, თავის რეკრეაციული ზონითა და სხვა ატრიბუტებით, მოაწყობს და დედაქალაქს აჩუქებს.
თუ ვისი გადაწყვეტილება და საჩუქარია ეს, იმედია, თავადვე მიხვდებით”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.