ადრე და ახლა – როგორ შეცვალა დრომ მსოფლიო (რეფოტოგრაფია)
რეფოტოგრაფია იმ ადგილის გადაღებას ეწოდება, რომელიც გარკვეული ხნის წინ უკვე გადაიღეს. იმის პარალელურად, რომ ფოტოგრაფებისთვის არცთუ ისე მარტივი გამოწვევაა, ფოტო ზუსტად იმ კუთხით გადაიღონ, როგორც ეს ორიგინალის შემთხვევაში მოხდა, მათ გაოცებას ის ცვლილებაც იწვევს, რაც ამა თუ იმ ობიექტმა და ლოკაციამ დროთა განმავლობაში განიცადა.
რეფოტოტოგრაფიის თვალიერებისას ჩვენ ვუყურებთ ქალაქების, მყინვარების თუ ღირსშესანიშნაობების ერთსა და იმავე ფოტოებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში და, თითქოს, იმ ამბების თანამოზიარენი ვხდებით, რაც მათ ამ ხნის განმავლობაში თავს გადახდათ. თან, ალბათ, კაცობრიობის ძალასაც ვგრძნობთ – შექმნისა და განადგურების ძალას.