მერიის ორკესტრისთვის გამოცხადებულ ტენდერში კორუფციის ფაქტები აღმოჩნდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ“ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის, „ბიგ-ბენდისთვის“ გამოცხადებულ ტენდერში კორუფციის შემცველი ფაქტები აღმოაჩინა.
ორგანიზაციის მოკვლევით გამოვლენილია სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც ორგანიზაციის მტკიცებით, კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევად შესაძლებელია ჩაითვალოს. ასევე იკვეთება, თბილისის ბიუჯეტისთვის ხარჯების ხელოვნურად გაზრდის შესაძლო ფაქტები.
ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „ბიგ-ბენდი” 1997 წელს დაარსდა და მის შემადგენლობაში არიან თაკო გაჩეჩილაძე, მაია ბარათაშვილი, ზაურ შავგულიძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ბორის ბედია. „ბიგ-ბენდთან” სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ნინი ბადურაშვილი, ნინი შერმადინი, თამთა ცხვიტავა, სოფო ბედია და სხვები.