“მთავრობა მუშაობს, რათა იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ”

“მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ – განსაკუთრებით, სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით – აქ, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ ინდუსტრიაში იყო ჩართული და შემოსავალს იღებდა, ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და ამ ადამიანებმა გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები