ზაალ ანჯაფარიძე: საიდან მოტანილი ფულით დააარსა გაქცეულმა კეზერაშვილმა „ფორმულა“ – ხალხი რომ გამოკითხო, ათიდან ცხრა იტყვის, რომ ეს ხალხის დატერორებითა და მაქინაციებით ნაშოვნი ფულია
“ამ ტელევიზიამ, სავარაუდოდ, ხალხის დატერორებითა და მაქინაციებით ნაშოვნი ფული გადაიხადა იმ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც ახლა აქტიურად თავს ახვევს საზოგადოებას, სადაც „მარადმწვანე“ ბაქრაძე, რა თქმა უნდა, „ყველაზე მოწონებული“ პოლიტიკოსია“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ “ლეიბორისტების” საფიხვნოს ოპოზიცია ისევ თავისას მიაწვება, გააგრძელებს ვაჭრობა-ძიძგილაობას, დაიმუქრებიან რევოლუციით, ხერხემალში გადატეხვებით და ა.შ. მორიგი გამოკითხვა მათთვის უფრო სავალალო შედეგს დადებს.
„ნაცმოძრაობას,“ მათ განშტოებებსა და სხვადასხვა სატელიტს ძალიან უყვართ, როგორც ჩვენში ამბობენ, “სხვის ჯამში ყურება”. ისინი სხვებს უთვლიან ფულებს და ინტერესდებიან მათი წარმომავლობა-გამჭვირვალობით, მაგრამ საკუთარი საკმაოდ დიდძალი ფულის წარმომავლობა-გამჭვირვალობაზე საუბარი არ უყვართ. ქუჩაში ხალხი რომ გამოკითხო, ათიდან ცხრა, ალბათ, იტყვის, რომ ეს კეზერაშვილის მიერ დატერორებული ხალხისგან და ფინანსური მაქინაციებიდან ნაშოვნი ფულია. აი, სადაც ,,ნაცების” მაჟორიტარების კანდიდატებს თურმე უკვე „მოგებული“ აქვთ არჩევნები მაშინ, როდესაც ჯერ მათი კონკურენტების ვინაობა უცნობია. ასეთ პატარ-პატარა „იაღლიშებს“ ბევრს შეხვდებით ამ „კვლევაში.“ მათი ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ, საკმაოდ ბევრი დაიწერა და ითქვა უკვე. საყურადღებო ისაა, რომ Edison Research-ც ვერ წავიდა საკუთარი პროფესიული იმიჯისა და რეპუტაციის დაზიანებაზე და იძულებული გახდა, დაეფიქსირებინა დამკვეთისათვის ძალიან მწარე, მაგრამ არსებული რეალობა – „ქართული ოცნება“ (39%) ორჯერ უსწრებს „ნაცმოძს“ (16%), ხოლო კვლევის რეალური დამკვეთი „ევროპული საქართველო“ თავის 5% სადღაც დეპოშია. ისე კი, თუ ლეიბორისტების საფიხვნოს ოპოზიცია ისევ თავისას მიაწვება, გააგრძელებს ვაჭრობა-ძიძგილაობას, დაიმუქრებიან რევოლუციით, ხერხემალში გადატეხვებით და ა.შ. მორიგი გამოკითხვა მათთვის უფრო სავალალო შედეგს დადებს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.