ზაალ ანჯაფარიძე: “უკრაინული კვალი” ამ საქმეში გვაფიქრებინებს, რომ დიდი პროვოკაცია იგეგმებოდა
„უკრაინული კვალი“ ამ საქმეში გვაფიქრებინებს, რომ დიდი პროვოკაცია იგეგმებოდა“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა.
მისი თქმით, გაბუნიას სავარაუდო მკვლელის საქმეზე გამოძიება იტყვის თავის სიტყვას.
„რა თქმა უნდა, გაბუნიას სავარაუდო “ქილერის” საქმეზე გამოძიება იტყვის თავის სიტყვას, მაგრამ ის, რაც უკვე იკვეთება, დანაშაულის მზადებაზე ინფორმაციის შეუტყობინებლობა სამართალდამცველებისთვის, თავად გაბუნიას არაინფორმირება მისი მოკვდინების გეგმაზე, „უკრაინული კვალი“ ამ საქმეში, გვაფიქრებინებს, რომ დიდი პროვოკაცია იგეგმებოდა.
ახლა კი მოვლენების ქრონოლოგია რამდენიმე წლით უკან გადავახვიოთ და გავიხსენოთ სააკაშვილ-გვარამიას სატელეფონო საუბარი, სადაც სააკაშვილი საუბრობს ბავშვიანი ქალის მკვლელობაზე, მასის პროტესტზე წამოსაკიდებლად“, – წერს ანჯაფარიძე.